ნიკა ძალამიძე ჯერ მზად არ არის, გიორგი ფოფხაძემ კონკურენტს უნდა აჯობოს

AutoSharing Option
29 აპრილს პოლონეთის ჩემპიონატის პირველი ეტაპის უკანასკნელი ტურია. შემდეგ გუნდები ორ 8-გუნდიან ჯგუფად გაიყოფიან.

ქართველთა "იაგელონიას" გარანტირებული აქვს საჩემპიონო 8-ეულში თამაში, გუნდი 46 ქულით მესამე ადგილზეა და ხოჟუვის "რუხს" მასპინძლობს.

ამ შეხვედრაში ნიკა ძალამიძის თამაში გამორიცხულია, რადგან მას ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია და ჯერ სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.

მართალია, გიორგი ფოფხაძემ მოიხადა დისკვალიფიკაცია, მაგრამ მის არყოფნაში მისმა კონკურენტმა ფლანგზე ძალიან კარგად ითამაშა და პოლონური მედიის აზრით, ფოფხაძემ ახლა მას უნდა აჯობოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული