შოთა გრიგალაშვილმა საზარდულის ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
იანვარში 28 წლის ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი "ანორთოსისიდან" "ნეა სალამინაში" გადავიდა. მისი დებიუტი 4 იანვარს შედგა, როცა "ნეა სალამინა" "ეთნიკოსს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. ქართველმა სადებიუტო მატჩში გაიტანა, მაგრამ ტრავმაც მიიღო.

მას მერე შოთა გრიგალაშვილს "ნეა სალამინაში" აღარ უთამაშია. 13 თებერვალს ქართველმა ფეხბურთელმა საზარდულის კუნთის ოპერაცია გაიკეთა. როგორც kerkida.net-ი წერს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.

ჯერჯერობით ექიმები ვერ აზუსტებენ, თუ როდის შეძლებს ქართველი ლეგიონერი ვარჯიშის განახლებას, მაგრამ სტანდარტულად, ასეთი ოპერაციის მერე ერთ თვეში ბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ "ნეა სალამინაში" კიდევ ერთი ქართველი თამაშობს, ექსდინამოელი
გიორგი პაპავა
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული