"თემურ ქეცბაიას შეუძლია "ნიუკასლს" მისცეს ის, რაც გუნდს ასე აკლია - თავდადება!"

AutoSharing Option
თემურ ქეცბაია "ნიუკასლ იუნაიტედში"? ეს თემა საკმაოდ აქტუალურია ინგლისურ მედიაში.

შევეცდებით, მოვყვეთ, თუ რა განვითარება მოჰყვა საქართველოს ნაკრების ექსთავკაცის ექსკლუზიურ ინტერვიუს Sunday Sun-ში, სადაც ქეცბაიამ მკვეთრად დააფიქსირა "ნიუკასლში" მუშაობის სურვილი.

ახლახან გამოქვეყნდა ნიუკასლის გაზეთ Chronicle-ის სპორტული განყოფილების შეფ ლი რაიდერთან ინტერვიუ, სადაც ერთ-ერთი კითხვა ქეცბაიას შეეხება:

- როგორ ფიქრობთ, განიხილავენ კლუბში თემურ ქეცბაიას კანდიდატურას? თუნდაც სეზონის ბოლომდე, სანამ სხვა სპეციალისტები გამოჩნდებიან?
- ჩემთვის ქეცბაია არ არის სერიოზული კანდიდატი. მას შეუძლია წარადგინოს თავისი კანდიდატურა და ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადოს, მაგრამ არ
მიმაჩნია, რომ ის კანდიდატებს შორისაა. კლუბის დროებითი თავკაცი ისედაც არსებობს, ჯონ კარვერი. ეს სანამ გალტიე ან გარდი გათავისუფლდებიან.

როგორც ხედავთ, ლი რაიდერი სკეპტიკურად უყურებს თემურ ქეცბაიას შესაძლო დანიშვნას "ნიუკასლში", თუმცა მედიაში არის სულ სხვა აზრიც.

სხვათა შორის, იმავე გაზეთის გამოკითხვაში თემურ ქეცბაიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, "ნიუკასლის" ფანების ფავორიტი აშკარად ქართველი სპეციალისტია - მან ხმების 32%-ით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე 20%-ით გავიდა სლავენ ბილიჩი, ხოლო მესამეზე - გარი ნევილი (11%).

hereisthecity.com-ი აქვეყნებს სარედაქციო წერილს, რომლის მიხედვითაც, თემურ ქეცბაიას დანიშვნა "ნიუკასლ იუნაიტედს" ძალიან წაადგება.

"ნიუკასლის" ბოს მაიკ ეშლის დიდი გადაწყვეტილება აქვს მისაღები და ამჯერად, მან ფანების მხარე უნდა დაიჭიროს, თუ გავიხსენებთ "ნიუკასლის" ყოფილი მწვრთნელის, ალან პარდიუს შხამიან დამოკიდებულებას "ჯორდებთან".

"ნიუკასლს" რემი გარდს, თომას ტუხელს, სტივ მაკლარენს და სხვებს უკავშირებენ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვარიანტი თემურ ქეცბაია უნდა იყოს.

ქართველმა გვიან 90-იანებში "ნიუკასლში" 78 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან ახლახან გამოთქვა დაინტერესება ამ სამსახურით.

"დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს "ნიუკასლში" განვითარებულ მოვლენებს და დიახ, მე დაინტერესებული ვარ "ნიუკასლის" გაწვრთნით. არც ისე ბევრი მენეჯერია მსოფლიოში, რომელიც "ნიუკასლზე" უარს იტყვის. მე მზად ვარ, მივიღო კლუბისგან შემოთავაზება.

ინგლისში მუშაობა მსურს, ამის შესახებ ყოველთვის ვამბობდი და ვფიქრობ, საქმეს თავს კარგად გავართმევ. მიმუშავია კლუბში, რომელსაც ეროვნული პირველობა მოუგია, მითამაშებია გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, ხუთი წელი ვხელმძღვანელობდი ეროვნულ ნაკრებს. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ პრემიერლიგის დონე ჩემთვის პრობლემა იქნება.

და კიდევ ერთი, მე ყველაფერი ვიცი "ნიუკასლის" შესახებ", - განაცხადა ქართველმა.

ქეცბაია ყველას ახსოვს "ბოლტონთან" მატჩში გოლის უცნაურად აღნიშვნის გამო, როცა მან მაისურა გაიძრო, სარეკლამო ბანერებს ფეხი ურტყა და მაყურებლებს მიეჭრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მისმა შემართებამ იგი ტაინსაიდზე ფანების საყვარელ ფეხბურთელად აქცია. მაგრამ ქეცბაია არ არის ის კანდიდატი, რომელსაც "ნიუკასლთან" მხოლოდ სიყვარული აკავშირებს. ის მართლაც ნორმალური მენეჯერია.

2008 წელს მან კვიპროსული "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კვიპროსულმა გუნდმა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია.

შემდეგ კი უსამართლოდ მოხსნეს "ოლიმპიაკოსში", მიუხედავად იმისა, რომ მის ხელში ბერძნულმა გრანდმა 6-დან 5 მატჩი მოიგო, გოლი კი საერთოდ არ გაუშვია.

საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობისას ქეცბაია გუნდს ბრძოლისუნარიანად ტოვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრები ტალანტების ნაკლებობას განიცდის. მან შეძლო ამ გუნდით ხორვატიის ძლიერი ნაკრების დამარცხება.

"ნიუკასლის" ფანებს სჭირდებათ ისეთი ადამიანი, ვისაც გვერდში დაუდგებიან, პარდიუს ერის შემდეგ და ეს კარგად გამოჩნდა პრემიერლიგის კლუბის ოფიციალურ "ტვიტერზე". აი, რას წერენ ფანები:

სემ კუკი: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ თემურ ქეცბაიას. თავდადება, სამართლიანობა, ხალისიანობა. ის ნამდვილი ანტი-პარდიუა.

ბლეფი: ბედნიერი ვიქნები, თუ ტაინზე ქეცბაიას ვნახავ. ის ყველას თავის ადგილს მიუჩენს, ვინც 100%-ით არ იხარჯება "ნიუკასლისთვის".

დენი მიტჩელი: ქეცბაიას შეუძლია მისცეს გუნდს ის, რაც ასე აკლია ბოლო დროს - თავდადება.

რა თქმა უნდა, ქეცბაიას დანიშვნის შანსი მცირეა, მაიკ ეშლი ალბათ უფრო ინგლისელ ან ფრანგ მწვრთნელს დანიშნავს, ვიდრე ქეცბაიას დააბრუნებს "სენტ ჯეიმს პარკზე".

ასე რომ, ქეცბაია რჩება "ნიუკასლის" ფანების გულთა რჩეულად", - სრულდება სარედაქციო წერილი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თემურ ქეცბაია მთელი თავისი არსით არის საკლუბო მწვრთნლი. მას ძალუძს საშუალო ევროპული გუნდი გრანდებში გაიყვანოს. ნორმალურ ქვეყანაში დაეხმარებიან და ამაგსაც დაუფასებენ. ინგლისი სწორედ ასეთი ქვეყანაა და თუ ,,ნიუკასტლ''ს ჩააბარებენ,დარწმუნებული ბრძანდებოდეთ-ერთ-ორ წელიწადში მას ჩემპიონთა ლიგაში მოწინავე პოზიციებზე ვიხილავთ.
Jorge
13:55 07-01-2015
0
"სკეპრიკურად" კი არა "არასერიოზულად". ეს ორი სიტყვა ცა და დედამიწასავით სხვადასხვაა.

ტუ ისე ისროლა ეს სიტყვა შოტლანდიელმა ეს მის არაფროფესიონალიზმზე ლაპარაკობს, თუ გააზტებულად ... მაშინ "ვაი" საქართველოს ფეხბურთის მესვეურებო რომ არც თქვენხართ უკეთესი მწვრთნელზე რომლის ნაკლიც ვერ შეამჩნიეთ ....
ამერიკელი
02:56 07-01-2015
0

სიახლეები პოპულარული