ჯაბა კანკავა უკრაინის ჩემპიონატის ნახევარმცველებში მე-4 ადგილზეა

AutoSharing Option
უკრაინული გამოცემა ua-football-ი 2013/14 წლების სეზონის პირველი ნახევრის ნომინანტებს ასახელებს, პოზიციების მიხედვით.

ამჟამად მიმდინარეობს გამოკითხვა ცენტრალურ ნახევარმცველებს შორის. მკითხველებმა 18 ნომინანტში 2 უნდა ამოირჩიონ.

ჯერჯერობით 5 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა და გამოკითხვაში ჯაბა კანკავა (დნიპრო) მეოთხე ადგილზეა - 822 ქულით.

მას უსწრებენ: რუსლან როტანი - 2 900 ხმა, ედმარი - 2 200 და დიეგო სოუზა - 942 ხმა.

ასევე იხილეთ:
როგორ გახდა ხუანდე რამოსის დაწუნებული ჯაბა კანკავა "დნიპროს" ლიდერი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული