ლაშა დვალი "რედინგის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
რიგის "სკონტოს" 18 წლის ქართველი ცენტრალური მცველი ლაშა დვალი "რედინგში" გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი "სკონტოში" მიმდინარე წლის ზამთარში გადავიდა. აქვე შეგახსენებთ, რომ დვალს ამჟამად ტრავმა აქვს და ის სამი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

"სკონტოს" ხელმძღვანელის თქმით კი, დვალის "რედინგში" გადასვლა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავი იყო და ასევე აღნიშნა, რომ ტრანსფერში გადახდილი თანხა არც ისეთი დიდია და მილიონ ევროს არ შეადგენს.

"რედინგი" ინგლისის ჩემპიონშიპში 15 ქულით მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს მხარეს რამდენი დარჩა? თუ არაფერი ე.ი. ლევი დარჩენიათ. მერე იძახეთ ქართული ფეხბურთი არ ვითარდებაო.
ramo
19:26 26-09-2013
0

სიახლეები პოპულარული