ჯანო ანანიძემ "ვოლგა" ამოაყირავა - გოლი და 2 საგოლე პასი! [VIDEO]

AutoSharing Option
გოლი და 2 საგოლე პასი! - ასეთია ჯანო ანანიძის მონაგარი "ვოლგასთან" რუსეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში.

"როსტოვის" მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ბოლომდეც ათამაშა.

ცხადია, ჯანოს 19 აგვისტოს შოუ მწვრთნელს გულგრილს ვერ დატოვებდა და იმედია, ჩვენებურს მომდევნო შეხვედრებშიც გამოუცხადებს ნდობას. ანანიძეს ახლა სტაბილური პრაქტიკა სჭირდება, რაც ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგება...

"როსტოვისა" და "ვოლგას" მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. განახლდა თუ არა თამაში, 50-ე წუთზე ანანიძის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და კარში აღმოჩნდა.

ამის მერე ჯანომ პარტნიორებზეც
იზრუნა. 68-ე წუთზე მან მშვენიერი გადაცემა გაუკეთა კალაჩოვს, რომელმაც ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 75-ე წუთზე ძველ სპარტაკელ თანაგუნდელ ძიუბას "დაუხატა" პასი - 3:0.

მატჩის ბოლოს როსტოველებმა ერთიც გაიტანეს და თამაში ასეც მორჩა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

5 ტურის შემდეგ "როსტოვი" რუსულ პრემიერლიგაში სენსაციურად გალიდერდა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

* * *
თურქეთის სუპერლიგის პირველ ტურში მოიგო ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერმა" - 1:0 "სივასთან". საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ამ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა.

* * *
90 წუთი დაჰყო მოედანზე ლევან ყენიამაც. მისმა "ფორტუნამ" კი "უნიონთან" გასვლითი შეხვედრის პირველივე ტაიმში ორი "მშრალი" გოლი გაუშვა, ხოლო მეორეში მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯანო--ძალიან ნიჭიერია,ამ ნიჭის გამოვლენას ჭირდება ასევე ნიჭიერი მწვრთნელი.
Temuri
11:48 20-08-2013
0
მეოთხე გოლშიც ჯანომ წამოიწყო კონტრშეტევა დიაგონალური პასით :) კიდე ის მომეწონა რომ 85 წუთზე ბურთის ართმევაზე მგელივით იბრძოდა. მომატებული აქვს გამძლეობა აშკარად.
Georgi
10:47 20-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული