ლეგიონი: ექვსი ქართული გოლის ამბავი [VIDEO]

AutoSharing Option
ქართული ლეგიონის უქმეების მონაგარიდან აღსანიშნავია ლევან მჭედლიძის დუბლი იტალიის თასის შეხვედრაში.

"ემპოლიმ" "ზუდტიროლი" 5:1 გაანადგურა და 1/32-ფინალში გავიდა, სადაც "კიევოს" შეხვდება.



იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"ვიტესის" შემადგენლობაში გაიტანა ვაკო ყაზაიშვილმა, თუმცა "ქართველების გუნდმა" ევროსარბიელიდან დაწყებული წარუმატებელი სერია შინაურ ფრონტზეც გააგრძელა და "ვალვაიკთან" სტუმრად 2:4 დამარცხდა.

ყაზაიშვილისთვის ახალ სეზონში ეს პირველი გოლია, სულ კი მეორე - მანამდე ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველს ჰოლანდიის ჩემპიონატში 2011 წლის დეკემბერში ჰქონდა გატანილი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


* * *
აზერბაიჯანში საგოლე ანგარიში გახსნა ნიკოლოზ გელაშვილმა, რომლის ზუსტმა
დარტყმამ სათავე დაუდო "ყარაბაღის" შთამბეჭდავ გამარჯვებას (5:1) "სუმგაითთან".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
უზბეკეთში ზედიზედ მეორე ტურია გოლი გააქვს კახა მახარაძეს. "ფახთაქორმა" სტუმრად "ბუნიოდკორს" რომ აჯობა (2:1), ამაში ქართველი ნახევარმცველის დიდი წვლილიცაა.

* * *
ლატვიაში გაიტანა ირაკლი კლიმიაშვილმაც, რომლის "სკონტომ" "ლიეპაიას" სტუმრად 5:0 მოუგო. სხვათა შორის, პირველი ტაიმის შემდეგ 0:0 იყო.

კლიმიაშვილი მეორე ტაიმის დასაწყისიდან ჩაერთო თამაშში და ორიოდ წუთში გაიტანა კიდეც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული