გიორგი ჭანტურია: სერია A-ში დაუფიქრებლად გადავიდოდი

AutoSharing Option
ვლადიკავკაზის "ალანიასა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მისით "ტორინოა" დაინტერესებული, კომენტარი გააკეთა.

"ტორინოს" დაინტერესების შესახებ პირველად მესმის. მხიბლავს თუ არა იტალიის ჩემპიონატში გადასვლა? დაუფიქრებლად გადავალ", - განაცხადა ჭანტურიამ Sportall.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ პოპულარული იტალიური საიტის, "ტუტოსპორტის" ცნობით, სერია A-ს "ტორინოს" ვლადიკავკაზის "ალანიას" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი ჭანტურიას გადაბირება სურს.

აქვე გეტყვით, რომ ჭანტურიას სატრანსფერო უფლებები არნემის "ვიტესს" ეკუთვნის, რომლის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოხ ჯუღელი, ჯუღელი...!
ეჰჰ
10:26 30-04-2013
0
სერია ა არა კვახი. ალანიაში ვერ თამაშობს ტიპი... გაფუჭდა ეს ბიჭი უკვე. ბარსელონა - ვიტესი - ალანია... ჩანს ზევით მიდის თუ ქვევით. ღმერთმა ქნას ვცდებოდე
zura
00:05 30-04-2013
0

სიახლეები პოპულარული