გიორგი ჭანტურია და საბა კვირკველია პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებებში მოხვდნენ

AutoSharing Option
რუსულმა სპორტულმა გაზეთმა "სპორტ-ექსპრესმა" პრემიერლიგის II ტურის სიმბოლურ ნაკრებში "ურალის" ფორვარდი გიორგი ჭანტურია შეიყვანა.

"გიორგი ჭანტურია - 6,5 ბალი. შევიდა შეცვლაზე და ეკატერინბურგელებს გამარჯვება მოუტანა ეშმაკური ნახევრად დარტყმა-ჩაწოდებით", - წერს გამოცემა.

"სპორტ-ექსპრესის" სიმბოლურში სხვა ქართველი არ მოხვედრილა. სამაგიეროდ, "ჩემპიონატმა" შეიყვანა ტურის სიმბოლურში საბა კვირკველია.

"ახლა ის უკვე "ლოკომოტივის" სრულფასოვანი ფეხბურთელია. იგი კვლავ ბრწყინვალე იყო თავის პოზიციაზე", - წერს ინტერნეტ-პორტალი.

"ჩემპიონატის" სიმბოლურში ჭანტურიას ადგილი არ მოიძებნა.

საბა კვირკველია ტურის სიმბოლურში SportboX.ru-მაც შეიყვანა: "ქართველი მცველი ზედიზედ მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურში. კვირკველიამ ცსკა-სთან იდეალურად ითამაშა, მან ხუთიდან ხუთივე საჰაერო დუელი მოიგო".

მე-2 ტურის სიმბოლური ნაკრები. "სპორტ-ექსპრესი"
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული