გიორგი ჭანტურია: სულ 15 წუთი ვითამაშე, მაგრამ გოლის გატანა მაინც მოვახერხე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 24 წლის შემტევმა გიორგი ჭანტურიამ "სპორტ ექსპრესის" კითხვებს უპასუხა.

ის ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მინდორს და მოსკოვის "დინამოსთან" მატჩის გმირად იქცა - "ურალმა" სახელოვანი კლუბი სტუმრად, სწორედ ჭანტურიას მიერ ბოლო წუთებში გატანილი გოლით დაამარცხა...

- ლეგიონის უქმეები: გიორგი ჭანტურია დაბრუნდა, გაიტანა და მოიგო [VIDEO]

- ელოდით, რომ "ურალი" მოიგებდა ამ თამაშს?
- ბუნებრივია, ველოდი. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც ყველა შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძვის.

- საინტერესოა, რა გითხრათ თამაშის შემდეგ "ურალის" მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ტარხანოვმა?
-
მისგან მილოცვა და თბილი სიტყვები მოვისმინე. ბოლოს რვა თვის წინ გავედი მინდორზე, ამდენი ხანი ტრავმის გამო ვერ ვთამაშობდი...

- რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი გარჯით?
- ბედნიერი ვარ და ეს ბუნებრივიცაა. სულ 15 წუთი ვითამაშე, მაგრამ გოლის გატანა მაინც მოვახერხე.

- ერთ-ერთ მომენტში დაშავდით და ხელები ფეხზე მოიკიდეთ. რა მოხდა იმ ეპიზოდში?
- უკნიდან ფეხებში ჩამარტყეს და რამდენიმე წამის შემდეგ გავაგრძელე თამაში. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჩვეულებრივად ჩავერთე თამაშში.

- როგორ შეფასებას მისცემდით თქვენს სათამაშო კონდიციებს?
- თავდაუზოგავად ვვარჯიშობ საიმისოდ, რომ მთელი შეხვედრის სრულად ჩატარება შევძლო. ახლა ყველაფერი კარგად მიდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
რას ნიშნავს ეს ბრექი წარამარა რომ იძახით. ანუ ბრიქი?
juli
25 ივლისი 2017 16:57
0
გილოცავ გიორგი წარმატებულ დაბრუნებას.იმედია იძულებითი შესვენების პერიოდში ბევრ რამეზე იფიქრებდი და ბევრ რამეს გადააფასებდი.გისურვებ ჯანმრთელობას და ფორმის სწრაფად აღდგენას,შემდეგ კი ძალზე წარმატებულ კარიერას კლუბში და ნაკრებში.
სოსო
25 ივლისი 2017 16:29
0
ბრექუნია
nika
25 ივლისი 2017 16:07
0
ვაა.... ამ ბიჭს მშობლებმა დროზე მიხედონ, მაგრამ მგონი დაგვიანებულია. დიაგნოზი ცნობილია. პიროვნულ თვისებებს ვგულისხმობ,სპორტულს-- -ყველა უყურებს...) რეალობას მოწყვეტილია, ვინც ცოტა დაკვირვებულია, ადრევე შეატყობდა.
GUSANI
25 ივლისი 2017 16:03
0
ეს საცოდავი ახლა წაიღებს ტვინს. უკვე მზარავს ამის ამპარტავნობა და ვითომ დიდი რამეობა. არავინ ხარ შენ ეს იცოდე . 15 წუთი ვითამაშე და ასე და ისე უკვე ტვინს ჭამს. ამას მე არაფერ ფეხბურთელად არ მივიჩნევ.
ჯიქია
25 ივლისი 2017 15:16
0
მთავარია ბრექი მოიშორე.
juli
25 ივლისი 2017 13:23
0
ეჰ გიო გიო წარმატებები მინდა გისურვო, მესმის ტრამვები ცუდია მაგრამ ძალიან მწყდება გული შენი ბარსელონადან წამოსვლის გამო ცოტა მეტი ყურადღება და კონცენტრაცია და დღესაც ბარსელონაში თუარა ევროპის რომელიმე ქვეყანაში მაინც იქნებოდი წამყვან პოზიციებზე
mamuka
25 ივლისი 2017 13:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული