მისი მისწრაფება კლუბის ხედვების საწინააღმდეგოა - ჯაბა კანკავა "რეიმსის" ფეხბურთელი აღარ არის

AutoSharing Option
ფრანგული ლიგა 2-ის კლუბმა "რეიმსმა" გამოაცხადა, რომ ჯაბა კანკავას შეელია.

"კლუბის პრეზიდენტ ჟან-პიერ კაილოსთან და მწვრთნელ დავიდ გუიონთან საუბარში აშკარად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელის მისწრაფება არაფრით ემთხვევა კლუბის მიზნებს. კლუბს ურჩევნია იმ ფეხბურთელებს დაეყრდნოს, რომელთაც "რეიმსში" თამაში სურთ. ქართველს აღარ აკავშირებს კონტრაქტი კლუბთან, ის არც კომპენსაციას მიიღებს", - ვკითხულობთ კლუბის განაცხადში.

დიდი ალბათობით, ჯაბა კანკავა ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში გააგრძელებს კარიერას. 31 წლის ფეხბურთელი "რეიმსში" უკრაინული "დნიპროდან" 2015 წელს გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯაბა მაქსიმალისტია და გასაგებია,რომ მეორე ლიგაში თამაში არ სურს.და ნუ აბრალებთ ფულის ღორობას,კაცი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს,და ეგ ჰყიდიდა თამაშებს?ეს ხომ ჯაბა კანკავაა მეგობრებო,კაპიტანი და ყველაზე თავდაუზოგავი მოთამაშე,შეიძლება კლასი დაუწუნოთ,მაგრამ პატიოსნებას ნუ შეეხებით,ცოდვაა.
სოსო
16:21 25-07-2017
0
ნუ ჭორაობთ აქ რა...
gulSematkivari
15:46 25-07-2017
0

სიახლეები პოპულარული