"რაპიდის" თავკაცი: გიორგი ქვილითაია ვარჯიშს ორშაბათიდან განაახლებს

AutoSharing Option
ვენის "რაპიდის" მწვრთნელი გორან ჯურიჩინი ადასტურებს, რომ გუნდის ტრავმირებული ქართველი ცენტრფორვარდი გიორგი ქვილითაია ვარჯიშს მალე განაახლებს:

"მომვენო კვირიდან გიორგი ქვილითაია და ფილიპ მალიკსეკი ვარჯიშს შეუდგებიან", - აცხადებს ჯურიჩინი. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფორვარდს ზუსტად ორი თვეა, რაც არ უთამაშია. მან ტრავმა "შტურმთან" 1:0 მოგებულ შეხვედრაში მიიღო.

ქვილითაიამ გასულ სეზონში 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა ავსტრიულ ბუნდესლიგაში, ერთხელაც თასზე გამოიჩინა თავი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები გიოს
დათო
14:30 22-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული