გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსას" რიგებში გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი პაპუნაშვილმა გოლით გამოიჩინა თავი "სარაგოსას" ამხანაგურ მატჩში სამოყვარულო "ბოლტანიასთან", რომელიც ლა ლიგა 1|2|3-ის გუნდმა 13:0 მოიგო. ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში 6:0 გახადა.

"სარაგოსამ" ორი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა ტაიმები, ჩვენებურმა მეორე ტაიმში მიიღო მონაწილეობა და გოლის გარდა, 4 საგოლე პასიც მიითვალა. ეს გოლი პაპუნაშვილისთვის პირველია "სარაგოსას" მაისურით.

"სწრაფი, ინიციატივიანი, ყოველთვის მზას არის მიიღოს ბურთი, მუდამ ეძებს თავისუფალ სივრცეებსა და პასის გაკეთების საშუალებას. პაპუნაშვილი მაღალი კლასის პასებს აკეთებს და ის ძალიან სასარგებლოა შეტევაში", - წერს Heraldo.es.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები მინდა ვუსურვო, აბა შენ იცი და მომავალში ლა ლიგაში გადასვლას გისურვებ.
roma
11:25 22-07-2017
0

სიახლეები პოპულარული