ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"შახტარმა" დავით ხოჭოლავა "ვორსკლასთან" მატჩზე არ წაიყვანა

AutoSharing Option
დავით ხოჭოლავა დონცეკის "შახტარს" პოლტავის "ვორსკლასთან" უკრაინის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში ევრ დაეხმარება.

დონეცკელებმა პოლტავაში 19 ფეხბურთელი წაიყვანეს. განაცხადში კი არ არის ქართველი მცველი, რომელმაც წინა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.

დონეცკის "შახტარის" ოფიციალურ ვებგვერდზე ხოჭოლავას არ ყოფნის მიზეზი არ წერია.

"ვორსკლასა" და "შახტარს" შორის თამაში ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დავით ხოჭოლავას "შახტარის" მაისურით ოფიციალურ მატჩებში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

კიევის "დინამოსთან" შეხვედრაში ქართველი მცველი გუნდის განაცხადში არ იყო.
ასევე დაგაინტერესებთ