ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაკო ყაზაიშვილი: "სან ხოსესთან" ერთად ტიტულების მოგება მინდა

AutoSharing Option
ამერიკული "სან ხოსეს" ახალწვეულმა ვაკო ყაზაიშვილმა კლუბის ოფიციალურ საიტთან თავის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, მლს-ი ყოველწლიურად უკეთესი ჩემპიონატი ხდება. აქ კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. "სან ხოსე" კარგი გუნდია, რომელსაც ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია.

თანაგუნდელები უკვე ვნახე. მათ რამდენიმე შეხვედრა მოიგეს და გუნდში კარგი განწყობაა, რაც მახარებს.

"სან ხოსესთან" ერთად ტიტულების მოგება მინდა. მინდა, წარმატებული ვიყო!", - თქვა ყაზაიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ