ლეგიონის უქმეები: სუპერთასი თამაშით და თამაშის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე რუსეთის სუპერთასის მფლობელია, ხოლო დავით ხოჭოლავა - უკრაინის. უქმეებზე ქართველმა ლეგიონერებმა 2-2 გოლი და საგოლე პასი მიითვალეს. ვინაიდან ჩემპიონატები დაიწყო რუსეთში, უკრაინასა და პოლონეთში, ჩვენი მიმოხილვაც გაფართოვდა, რადგან ამ ქვეყნებში ბევრი ჩვენებური თამაშობს.

პოლონეთი. ექსტრაკლასა.
პოლონეთის ჩემპიონატი ჩვენთვის ძალზე საინტერესოა, რადგან იქ 6 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება. I ტურში გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" შინ 0:2 დამარცხდა "ლეხიასთან", ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. წააგო მათე ცინცაძის "პოგონმაც", რომელმაც "ვისლას" უმასპინძლა - 1:2. მათე სათადარიგო იყო. "არკასა" და "შლიონსკის" მატჩში (2:0) ქართველთა დუელი არ შედგა, მასპინძელთა ნახევარმცველი ლუკა ზარანდია ტრავმირებულია, სტუმრების მცველი ლაშა დვალი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ავსტრია. თასი I რაუნდი.
ავსტრიაში სეზონი თასის გათამაშებით დაიწყო, რომელშიც 19 წლის ლევან ელოშვილის "კაპფენბერგი" "ზანკტ იოჰანს" ესტუმრა და 1:0 მოუგო. ელოშვილი მოედანზე 89-ე წუთზე გამოჩნდა. ქართველის გუნდი, რომელიც I ლიგაში თამაშობს, თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.

24 წლის ლაშა ძიძიგურის ახალი გუნდი, "გრიოდიგიც" შემდეგ ეტაპზეა მას მერე, რაც დამატებით დროში სტუმრად დაამარცხა "ზეეკირხენი" - 2:1. 75-ე წუთზე ანგარიში მატჩის გმირმა იუკიჩმა (მან დუბლი შეასრულა) სწორედ ქართველი ფორვარდის პასით გახსნა. ძიძიგური 117-ე წუთზე შეცვალეს. "კაპფენბერგერისგან" განსხვავებით, "გრიოდიგი" ერთი დონით დაბლა, რეგიონალლიგაში თამაშობს.

გიორგი ქვილითაიას (ტრავმა) "რაპიდმა" "შვაცის" წინააღმდეგობა დაძლია - 2:0 და თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.

დანია სუპერლიგა.
საბა ლობჟანიძის ოფიციალური დებიუტი "სონდერისკესთან" საგარეო მატჩში (0:0) შედგა, ჩვენებურმა "რანდერსის" რიგებში მეორე ტაიმი ითამაშა.

დავით სხირტლაძის "სილკებორგი" "ლუნგბიუს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში სხირტლაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, პირველ ტაიმში ის გააფრთხილეს, 73-ე წუთზე კი გამოცვალეს.

შვედეთი. ოლსვენსკანი.
ჩემპიონატში პირველად იზეიმა გამარჯვება ზურაბ ცისკარიძის "ესკილსტუნამ", რომელმაც "კალმარი" 2:1 დაამარცხა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მოგების მიუხედავად, "ესკილსტუნა" ისევ ბოლო ადგილზეა.

უნგრეთი. ოტპ ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილის "დიოშდიორმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ვაშაშს", ქართველი მატჩის განაცხადში საერთოდ არ ყოფილა.

გადაიდო "ბალმაზივაროშში" ბაჩანა არაბულის დებიუტი, ქართველი სათადარიგო იყო, მისმა გუნდმა კი სტუმრად 1:1 ითამაშა "ვიდეოტონთან".

ფინეთი. იუკონენლიგა.
ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა კპვ-მ სტუმრად ირაკლი სირბილაძის ერთადერთი გოლით 1:0 დაამარცხა "გნისტანი". ეს ჩვენებურის მესამე გოლია ჩემპიონატში. მატჩის მიწურულს მან ყვითელი ბარათი მიიღო.

რუსეთი. სუპერთასი.
14 ივლისს რუსეთის სუპერთასის მატჩში ჩემპიონი "სპარტაკი" თასის მფლობელ "ლოკომოტივს" ეთამაშა, დამატებით დროში 2:1 მოუგო და სუპერთასს ისტორიაში პირველად დაეპატრონა.

"სპარტაკის" რიგებში ჯანო ანანიძე 71-ე წუთიდან გამოჩნდა, ხოლო "ლოკომოტივში" საბა კვირკველიამ პირველივე წუთებიდან ბოლომდე ითამაშა. წაგებულთა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართველი მცველი.

პრემიერლიგა.
გიორგი ჭანტურიას "ურალი" შინ "როსტოვს" დაუზავდა - 1:1. ამ შეხვედრაში გამოჯანმრთელებული ჭანტურია სათადარიგო იყო.

ჯიმი ტაბიძის "უფამ" სტუმრად მოგებით დაიწყო ჩემპიონატი, ქართველი მცველის გუნდმა 1:0 დაამარცხა "ტოსნო". ტაბიძემ ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშა "უფას" რიგებში" შეუცვლელად (ჩემპიონატის შეფასება 7,5 ბალი).

აი, ჯაბა ლიპარტიას დებიუტი "ანჟიში" კი მარცხიანი გამოდგა, შინ ცსკა-სთან - 1:3. ჯაბა სასტარტოში იყო, ის 56-ე წუთზე შეცვალეს (6 ბალი).

თორნიკე ოქრიაშვილის (ტრავმა) "კრასნოდარმა" სტუმრად "რუბინის" ძლევით დაიწყო ახალი სეზონი 2:1.

I ლიგა.
II ტურში პირველი მარცხი იწვნია თემურ ქეცბაიას "ორენბურგმა", რომელიც სტუმრად "სპარტაკის" დუბლებთან დამარცხდა - 0:1. ელგუჯა ლობჯანიძე მატჩის განაცხადში არ ყოფილა. გიორგი ლორიას გარეშე დაუზავდა სტუმრად "კრილია სოვეტოვი" "ოლიმპიეცს" - 0:0.

უკრაინა. სუპერთასი.
დავით ხოჭოლავას დებიუტი "შახტარში" არ შედგა, სუპერთასის მატჩში "შახტარმა" 2:0 მოუგო კიევის "დინამოს", ქართველი კი განაცხადში არ ყოფილა.

ლატვია. ვირშლიგა.
ქართველთა "რიგასი" სტუმრად დაუზავდა "ელგავას" - 1:1. ლაშა შერგელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი დიაკვნიშვილი 82-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. გიორგი ერისთავის (90 წ) "ლიეპაია" შინ 0:1 დამარცხდა "მეტასთან".

ესტონეთი. მეისტრილიგა.
XIX ტურში ლიდერთა ჯახი იყო, ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" "ლევადიას" უმასპინძლა 3:3 დაუზავდა და კონკურენტზე 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. ანგარიში მე-3 წუთზე ბეგლარიშვილმა გახსნა, რომელიც მე-80 წუთზე გამოცვალეს. 27 წლის ნახევარმცველს 18 თამაშში 10 გოლი დაუგროვდა. შეგახსენებთ, რომ ესტონეთში ახლახან ქართველი მეისტრილიგას საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს II რაუნდში (X-XVIII ტურები). ამ ტურებში მან 6 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყაზახეთი. პრემიერლიგა.
ნიკა კვეკვესკირის "ტობოლმა" 2:0 იმარჯვა "აკჟაიკთან" შეხვედრაში, ქართველმა ჯერ საგოლე პასი მიითვალა, შემდეგ მეორე საგოლე შეტევაც წამოიწყო, მან შეუცვლელად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გოგიტა გოგუას (მეორე ტაიმი ითამაშა) "ოკჟეტპესი" სტუმრად "შახტიორთან" 0:1 დამარცხდა.

სტუმრად წააგო ლადო დვალიშვილისა (შუეცვლელად ითამაშა) და უჩა ლობჟანიძის (განაცხადში არ ყოფილა) "ატირაუმაც" - 0:2 "კაისართან" შეხვედრაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შახტარის დედაც, არ უნდა გადასულიყო. რა გუნდი შახტარია ერთი რო იზეიმეთ, მაგის ნათამაშები ფეხბურთი, რასაც ქვია არ მინახია, დარბიან ცხენებივით, ქართველი მანდ ვერ ჩაჯდება, რადგან იგი შემოქმედია. კანკავამ ითამაშა რადგან , აღარ მინდა ახლა რო ვთქვა. ეგ უნდა გადასულიყო ჰოლანდია, პორტუგალია, ბაზელი მაგალითად, რუსეთი ბოლობოლო, არ გატამაშებენ ამ შახტარში და
vaso
14:34 17-07-2017
0
რა მიზეზით არ იყო განაცხადში ხოჭოლავა ხომ არ იცით?
kika
13:09 17-07-2017
0
წელს ვინც წავიდა საზღვარგარეთ კეთილი ინებონ და სასტარტო 11 ში მოხვდნენ მაქსიმუმ ერთ თვეში, ეროვნული ნაკრები თქვენს იმედზეა გესმოდეთ, თქვენი დრო რომ მოვა მწვრთნელს დაუმტკიცეთ სკამზე არ უნდა იჯდეთ. წარმატებებს გისურვებთ ყველას. მიბაძეთ კვეკვესკირს. ახლა გადავიდა ტობოლოში და საუკეთესო იყო გუნდში.
roma
13:03 17-07-2017
0
saocaria,iqneb vinmem gamagebinos,ratom midian hveni fexburtelebi sazgvargaret?imitom rom iq satadarigota skamze ijdnen??!
. . . . . .
12:20 17-07-2017
0
სიახლეები პოპულარული