დავით ხოჭოლავა: გაჩერებას არ ვაპირებ, მიზანი "შახტარის" ძირითადია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა დონეცკის "შახტარმა" ოფიციალურად წარადგინა. კიევის გარეუბანში გამართული ღია ვარჯიშის დროს ხოჭოლავამ ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა და მათთან თავის სათამაშო ნომერზე, სამომავლო გეგმებსა და კიევის "დინამოს" წინააღმდეგ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

- დონეცკის "შახტარის" ბაზაზე დავით ხოჭოლავას პრეზენტაცია გაიმართა [VIDEO+PHOTO]

დონეცკის "შახტარი" სეზონს 15 ივლისს, სწორედ კიევის "დინამოსთან" უკრაინის სუპერთასისთვის მატჩით გახსნის და შესაძლოა, ხოჭოლავას ოფიციალური დებიუტი დონეცკელთა გუნდში სწორედ ამ მატჩშიც შედგეს.

"ხუთიანი" ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი ნომერი. გუნდში მოსვლისთანავე ვიკითხე, შემეძლო თუ არა მისი არჩევა. წინააღმდეგი არავინ
აღმოჩნდა და ძალიან მიხარია, რომ იმ ნომრით ვითამაშებ, რომლითაც "შახტარის" ლეგენდარული მცველი ალეკსანდრ კუჩერი გამოდიოდა.

როდესაც "ჩერნომორეციდან" გადმოვედი, მეგონა, რომ სწორედ კუჩერი ითამაშებდა ძირითადში. თუმცა, აუცილებელია შრომა და მუდმივად ზრდა. არ ვაპირებ გაჩერებას და შევეცდები, ძირითადში დავიმკვიდრო ადგილი.

ვარჯიში "შახტარში" დიდად განსხვავდება "ჩერნომორეცში" მზადებისგან. პირველ რიგში - მაღალი ტემპით. აქ ყველაფერი გაცილებით სწრაფად სრულდება.

თამაში "დინამოსთან"? ყოველთვის მიჭირდა "შახტარის" წინააღმდეგ გარჯა. კიეველები უფრო "იკეტებიან", "შახტარს" კი სჩვევია საკუთარი თამაშის წარმართვა სწრაფი პასებისა და ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე. სუპერთასის მატჩში გამოჩნდება, რამდენად კარგად მოვემზადეთ შეკრებაზე", - უთხრა დავითმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებს ესაუბრა დონეცკის "შახტარის" მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკაც, რომელმაც ქართველი მცველი ასე დაახასიათა:

"ჩვენ შემოგვიერთდა ხოჭოლავა - დიდი პოტენციალის მქონე შემსრულებელი. ამჟამად ის ცდილობს, მაქსიმალურად აუღოს ალღო ჩვენს თამაშს და ვფიქრობ, ახლო მომავალში მას შეუძლია ბრწყინვალე ალტერნატივა გახდეს (იგულისხმება გუნდიდან წასული კუჩერის პოზიცია)".
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ზამენაზეა საუბარი, ვინ ყავთ უკეთესი? ალღო უნდა აუღოს მწვრთნელს, თუარადა ეგ მწვრთნელი არ ყოფილა, ვერც ვერაფერს მიაღწევენ წელს უკრაინული გუნდები, წავიდნენ დაღმა, და ვაბშე არ უნდა გადასულიყო მაგ გუნდში, ევროპაში უნდა წასულიყო, ყველა რო გარბის უკრაინიდან ვერ ხედავთ. მაგრად სცოდავენ აგენტები და ფედერაცია უნდა აკონტროლებდეს თითოეული ნაკრების წევრის ტრანსფერს
ვასო
10:02 15-07-2017
0
ზოგი ისეთ კომენტარს წერს კაცს გული გაუსკდება რა :)) ქართველები ხართ თუ გადამთიელები რა გჭირთ ბიჭმა ნოლიდან მიაღწია ამხელა შედეგს და კიდე განვითარდება გული მიგრძნობს და სკამს უქადთ ან რა პესიმისტური განცხადებებით გამოდიხართ. ამას წინათ გაანათხოვრებენო ვერ გაიხარეთ, ეხლა კიდე სკამია-სამწუხაროდ ეხლაც დაგწყდებათ გული.
forca
18:45 14-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული