ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯაბა კანკავამ "რეიმსთან" ერთად ვარჯიში დაიწყო და 15-ში "ლილთან" ითამაშებს

AutoSharing Option
L'Union-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა "რეიმსის" ვარჯიშებს დაუბრუნდა. გამოცემის თანახმად, კანკავა აქამდე ინდივიდუალურად ემზადებოდა.

ქართველი ლეგიონერი კლუბს მოსამზადებელ შეკრებაზე ყველაზე ბოლოს შეუერთდა, რადგან საქართველოს ნაკრებს ივნისში თამაში ჰქონდა, მას შვებულება გაუხანგრძლივეს.

კანკავა "რეიმსის" ბაზაზე ორშაბათს გამოცხადდა. 15 ივლისს "რეიმსი" ამხანაგურ მატჩში "ლილს" შეხვდება და შესაძლოა, ჩვენებურმა ამ მატჩში მონაწილეობა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ "რეიმსი" ფრანგულ ლიგა 2-ში თამაშობს.
ასევე დაგაინტერესებთ