ჯაბა კანკავამ "რეიმსთან" ერთად ვარჯიში დაიწყო და 15-ში "ლილთან" ითამაშებს

AutoSharing Option
L'Union-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა "რეიმსის" ვარჯიშებს დაუბრუნდა. გამოცემის თანახმად, კანკავა აქამდე ინდივიდუალურად ემზადებოდა.

ქართველი ლეგიონერი კლუბს მოსამზადებელ შეკრებაზე ყველაზე ბოლოს შეუერთდა, რადგან საქართველოს ნაკრებს ივნისში თამაში ჰქონდა, მას შვებულება გაუხანგრძლივეს.

კანკავა "რეიმსის" ბაზაზე ორშაბათს გამოცხადდა. 15 ივლისს "რეიმსი" ამხანაგურ მატჩში "ლილს" შეხვდება და შესაძლოა, ჩვენებურმა ამ მატჩში მონაწილეობა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ "რეიმსი" ფრანგულ ლიგა 2-ში თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკვე თავისთვის თამაშიბს და ღმერთმა ხელი მოუმართოს, ყოველთვის მებრძოლი იყო. ნაკრების კარი კი მაგისთვის დაიხუროს უნდა. ახალი ბიჭები მოვიდნენ მათ გზა უნდათ. ეს ეხება დვალიშვილს, ლობჟანიძეს, ლორიას და ნავალოვსკის. 19 წლამდელებში რომ რეზერვია ყველამ დავინახეთ, და არა მარტო მანდ. თვალები გაახილონ და ყველაფერი კარგად იქნება
ვასო
10:08 15-07-2017
0
წარმატებები ჯაბა
ნიკა ცეცხლაძე
17:53 14-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული