დონეცკის "შახტარის" ბაზაზე დავით ხოჭოლავას პრეზენტაცია გაიმართა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დონეცკის "შახტარის" საწვრთნელ ბაზაზე სვიატოშინოში გუნდის ახალწვეულების, დავით ხოჭოლავასა და ივან პეტრიაკის პრეზენტაცია გაიმართა.

Sportall.Ge

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ხოჭოლავა 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

Sportall.Ge

დავით ხოჭოლავამ გასული სეზონი ოდესის "ჩერნომორეცში" გაატარა, სადაც 24 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა მცველმა დონეცკურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფეხბურთელებს საწვრთნელ ბაზაზე ნომრიანი მაისურები კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ გადასცეს.


Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინტუიცია მკარნახობს, რომ ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებს!
jiji
17:13 14-07-2017
0

სიახლეები პოპულარული