"ხიმნასტიკში" ოთარ კაკაბაძის კონკურენტი "დეპორტივოში" გადავიდა

AutoSharing Option
"ხიმნასტიკის" მარჯვენა მცველი ჟერარდ ვალენტინი დაახლოებით მილიონ ევროდ ლა ლიგის "დეპორტივოში" გადავიდა.

მოგეხსენებათ, იგი უშუალო კონკურენტი იყო ოთარ კაკაბაძისთვის კატალონიურ კლუბში. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, ამიტომ დანიაში გაანათხოვრეს.

ახლა ქართველი მცველი "ნასტიკს" დაუბრუნდა და გუნდთან ერთად ემზადება.

vavel.com  წერს, რომ ახლა გუნდის თავკაც კარერასის გადასაწყვეტია, ჟერარდს ოთარ კაკაბაძით ჩაანაცვლებს თუ მის ნაცვლად ახალი მარჯვენა მცველის დამატება გახდება საჭირო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს პეხბურტელი კი არა სვარსჰიკი უნდა ყოფილიყო კარგიტ რაა!!! ეს არაფერს არ ცარმოადგენს ამაზე ნიჭიერები იკარგებიან ეს უნიჭო კაკაბაძე არარის არც სპორცმენი და არც ფეხბურთელი !!!!
argentina 1989
11:11 14-07-2017
0
მეც მახსოვს ზალიან იმედისმომცემი ფეხბურთელი იყო და ალბათ ამასაც ის ქართული სენი რაც გვაქვს გამოუვლინდა და თავში აუარდა
roma
10:18 14-07-2017
0

სიახლეები პოპულარული