ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

AutoSharing Option
ალმათის "ქაირათის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახეთის საფეხბურთო პროფლიგამ ივნისის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

თვის მწვრთნელისა და ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ყაზახეთის ჩემპიონატის კლუბების მთავარ მწვრთნელებს შორის ჩატარდა.

ცხადაძის ხელმძღვანელობით, "ქაირათმა" ივნისში ჯამში ხუთი შეხვედრა ჩაატარა - 3 ჩემპიონატში და თითოც ევროპალიგასა და ქვეყნის თასზე და ყველა მოიგო. ამჟამად ალმათის გუნდი ყაზახეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 43 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ასტანას" 5 ქულით ჩამორჩება.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ