ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ჭანტურია მოედანს თითქმის 8-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჭანტურია მძიმე ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

მისი გუნდი, ეკატერინბურგის "ურალი" სლოვენიურ შეკრებაზე დასკვნით საკონტროლო მატჩში ვრანიეს "დინამოს" დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა - 1:1, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი კი მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა.

"მთავარი მოვლენა "ურალისთვის" მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე გიორგი ჭანტურიას გამოჩენა იყო. ქართველმა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა 2016 წლის 26 ნოემბრის შემდეგ, როდესაც "ლოკომოტივთან" მატჩში ტრავმა მიიღო. საერთო ჯგუფს ის სლოვენიაში მეორე შეკრებაზე შეუერთდა და დღეს შეცვლაზე ითამაშა", - წერს რუსული კლუბის ოფიციალური
საიტი.

გიორგი ჭანტურიას გუნდი რუსეთის პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონს 15 ივლისს, "როსტოვთან" საშინაო შეხვედრით გახსნის.
ასევე დაგაინტერესებთ