"მერანიდან" უკრაინის პრემიერლიგაში - ანდრო გიორგაძე "ვორსკლაში" ითამაშებს

AutoSharing Option
21 წლის მცველი ანდრო გიორგაძე კარიერას უკრაინული პრემიერლიგის ბინადარ პოლტავის "ვორსკლაში" გააგრძელებს.

ამ გუნდმა უკრაინის ბოლო ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა. კლუბსა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

გიორგაძის საფეხბურთო კარიერა აქამდე მარტვილის "მერანს" უკავშირდებოდა. მისი პროგრესი განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც მარტვილური კლუბი გიორგი მიქაძემ ჩაიბარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ ანდრო, სულ წარმატებებით გევლოს.
gizog
11:00 23-08-2017
0

სიახლეები პოპულარული