ოდესის "ჩერნომორეცი" ოთარ კვერნაძეს აკვირდება

AutoSharing Option
დავით ხოჭოლავამ ოდესის "ჩერნომორეცი" კი დატოვა, მაგრამ "მეზღვაურთა" გუნდში ქართველი შეიძლება ისევ გამოჩნდეს. უკრაინული გამოცემების ცნობით, "ჩერნომორეცში" სინჯებზე ქართველი თავდამსხმელი ოთარ კვერნაძე მიიწვიეს.

მართალია, გვარი არასწორად იყო მითითებული ("ვერნაძე"), მაგრამ ინფორმაციიდან ჩანს, რომ ლაპარაკია 23 წლის ტანმაღალ (190 სმ) ფორვარდზე.

კვერნაძე "ტორპედოს" გაზრდილია, ქუთაისური კლუბი გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ დატოვა და თბილისის "დინამოში" გადავიდა, სადაც სულ 2 მატჩი ჩაატარა, ორივე შეცვლაზე და ეროვნული ლიგის მეორე წრის დასრულების შემდეგ თბილისური გრანდიც დატოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული