ლეგიონი: დავით ხოჭოლავას კიდევ ერთი საგოლე შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ივლისს დავით ხოჭოლავას დონეცკის "შახტარმა" გერმანიაში მესამე საკონტროლო მატჩი გამართა.

"შახტარის" მეტოქე დანიური "ოდენსე" იყო, რომელიც უკრაინელებმა ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.

ქართველმა მცველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 76-ე წუთამდე დაჰყო.

ხოჭოლავას გოლის გატანის შანსიც ჰქონდა. 22-ე წუთზე ბერნარდის ჩაწოდების შემდეგ ხოჭოლავამ თავით საკმაოდ კარგად დაარტყა, მაგრამ მეკარემ კარის მშრალად შენახვა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანის შანსი თავის სადებიუტო მატჩშიც ჰქონდა.

- სასტარტო და საგოლე შანსი - დონეცკის "შახტარში" დავით ხოჭოლავას დებიუტი შედგა

ხოჭოლავასთვის ეს მესამე შეხვედრაა
"შახტარის" მაისურით.

მორიგ საკონტროლო მატჩს "შახტარი" 5 ივლისს, გერმანულ "ჰოლშტაინთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული