ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ავთო ებრალიძის არჩევანი: "ბოავიშტა", "ფერეირა", "რიუ ავე", ესპანეთი, თურქეთი, პოლონეთი...

AutoSharing Option
futbolportuguesdesdeespana.com-ის ინფორმაციით, "ჟილ ვისენტეს" შემტევ ნახევარმცველ ავთო ებრალიძეს ესპანური, პოლონური, თურქული და პორტუგალიური კლუბები ეპატიჟებიან.

ავთო 25 წლისაა და მას საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია. ბოლო 4 სეზონი მან "ჟილ ვისენტეში" გაატარა.

საიტის მტკიცებით, პორტუგალიაში მას "ბოავიშტა", "პაკუშ დე ფერეირა" და "რიუ ავე" ეპატიჟებიან.

თუმცა უფრო დიდი შანსია, რომ იგი ან თურქულ სუპერლიგაში გადავიდეს, ან ყოფილ სეგუნდა დივიზიონში (ლა ლიგა 1|2|3). ესპანური ვარიანტიდან ცნობილია, რომ დაინტერესებული კლუბი ჩრდილოეთის რეგიონიდანაა.

ავთომ "ჟილ ვისენტეს" მაისურით 120 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. პორტუგალიაში მან 6 სეზონი გაატარა
ჯამში (მანამდე "ოლივეირენშესა" და "ევორაში" ასპარეზობდა).