"ძალიან მიხარია სარაგოსაში ყოფნა" - გიორგი პაპუნაშვილი უკვე ახალ კლუბშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი 2 ივლისს სარაგოსაში ჩავიდა და თავისი ახალი კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა.

პაპუნაშვილს არაგონის დედაქალაქში ჩასასვლელად დიდი გზა დასჭირდა. ფეხბურთელი დანიშნულების ადგილამდე სტამბოლის გავლით ჩავიდა, - იუწყება ესპანური მედია.

"ძალიან მიხარია სარაგოსაში ყოფნა", - თქვა პაპუნაშვილმა ჩასვლისას.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პაპუნაშვილი ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მისი პრეზენტაცია  მოხდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსაში" თბილისის "დინამოდან" გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეჰ სარაგოსაში ყოფნა კაიათქვა მატო ყოფნა ბრემენშიც კაი იყო ნეტა ვცდებოდე.
dato
10:08 04-07-2017
0
გიორგი დიდ წარმატებებს გისურვებ, აბა შენ იცი როგორ ასახელებ სამშობლოს.
gizog
15:12 03-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული