აკაკი გოგიამ ბერლინის "უნიონთან" კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა

AutoSharing Option
II ბუნდესლიგის ბერლინის "უნიონმა" ოფიციალურად წარადგინა აკაკი გოგია. გერმანული მოქალაქეობის მქონე ქართველმა ფეხბურთელმა 2021 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება ამ კლუბთან.

გოგია იჯარით თამაშობდა დრეზდენის "დინამოში", მისმა კლუბმა, ინგლისურმა "ბრენტფორდმა" ის "დინამოში" 750 ათას ევროდ გაყიდა, შემდეგ კი დაახლოებით მილიონ ევროდ ბერლინურ კლუბში გაიყიდა.

"აკაკი გოგიას საოცარი სეზონი ჰქონდა დრეზდენში, მან აჩვენა თავისი ძლიერი მხარეები. მისი დრიბლინკი ყოველთვის საშიშია მეტოქის მცველებისთვის.

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ აკაკიმ "უნიონი"აარჩია, ის ბოლო ორი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია", - განაცხადა ჰელმუტ შულტემ, "უნიონის" მენეჯერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული