"სპეციამ" ირაკლი შეყილაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

AutoSharing Option
იტალიის სერია B-ს კლუბმა "სპეციამ" ოფიციალურად დაადასტურა ირაკლი შეყილაძის ტრანსფერი.

24 წლის ფორვარდი, რომელიც დიდ ხანს "ემპოლიში" ისინჯებოდა და ბოლო ორი სეზონი ლეგა პროს "ტუტოკუოიოში" გაატარა (66 მატჩში 16 გოლი), გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა.

"სპეციას" ოფიციალური საიტი მიიჩნევს, რომ ქართველს თანაბრად კარგად შეუძლია თამაში, როგორც შეტევის ფლანგზე, ისე ცენტრფორვარდად.

"სპეცია" გასულ სეზონში მე-8 ადგილზე გავიდა და სერია A-ში გადასასვლე პლეი ოფში ითამაშა, თუმცა წარუმატებლად.

"სპეციას" 46 წლის ფაბიო გალო წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული