მოსკოვის "ლოკომოტივმა" "შახტარს" გიორგი არაბიძის ტრანსფერზე მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელის გიორგი არაბიძის აგენტის მიხაილ მეტრეველის ცნობით, 19 წლის ქართველის ტრანსფერით მოსკოვის "ლოკომოტივია" დაინტერესებული.

"მოსკოვის "ლოკომოტივმა" ოფიციალურად მიმართა "შახტარს" გიორგი არაბიძის ტრანსფერის თაობაზე", - დაწერა აგენტმა სოციალურ ქსელში.

ამ დროისთვის მოლაპარაკებების დეტალებზე სხვა არაფერია ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ფორვარდი "შახტარში" 2015 წელს გადავიდა, თუმცა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მთავარ გუნდში დამკვიდრება ჯერჯერობით ვერ შეძლო. ამჟამად გიორგი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
კი მარა რუსეთში არ თამაშობდნენ ქართველი ფეხბურთის ლეგენდები? თუ ჩამოვთვალო. ლოკომოტივის ძირითადი რო ჯობია რად უნდა მაგას კითხვა. ძვირს მოითხოვენ მერეო რომ ამბობთ, თუ ეღირება 20 და 30 მილიონი, თქვენ გგონიათ არ გადაიხდიან? ამან ივარგოს ისე, რომ ნეტა 100 ლიმონი დააფასონ. დონეს ვერ აიმაღლებსო რომ ამბობთ, ნუ წამოარტყამთ მასე იოლად რუსეთის ჩემპიონატს ხელს, მეექვსე ადგილზეა ევროპაში და სულ უფრო ვითარდება, მხოლოდ ამან უნდა იშრომოს და სასტავში ჩაჯდეს და მოუმატოს და მერე ყველაფერი თავისით მოვა, და ნუ გგონიათ რომ რუსეთი აფუჭებს ქართველ ფეხბურთელებს. უბრალოდ სპორტსმენი უნდა იყო, ძველბიჭობა, კაიფი გულავი , სმა სიგარეტი დროებით გვერძე უნდა გადადო და შედეგიც არ დააყოვნებს. თან ბიჭს სხვა შემოთავაზებაც არ აქვს. ესენი კიდე კაი ხანს არ ჩასვამენ სასტავში, აბა რა ქნას? და რატომ გგონიათ რომ შახტარი ბევრად სჯობს ლოკოს. ბოლო დროს უკრაინელებს მოშნად დაერხათ და ეს გამოჩნდება კიდეც. ლოკოს კი ამბიციები აქვს, ევროპაზეც გასულია, ნეტა აიყვანდნენ
vaso
22:32 01-07-2017
0
იგივე მოუვა რაც მალხაზ ასათიანს დამართეს. ულამაზესი შემტევი კაცი გადაწიეს დაცვაში და 30 წლის ასაკში დაამტავრებინეს თამაში
მამუკა
15:22 30-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული