საბა კვირკველიას ტრანსფერი ყველა დროის ქართული ტრანსფერების ტოპ-5-შია

AutoSharing Option
თუ რუსულ მედიას ვენდობით, მოსკოვის "ლოკომოტივმა" საბა კვირკველია ყაზანის "რუბინისგან" 3,5 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ეს დღევანდელი კურსით, 3,97 მილიონი დოლარია.

რამდენი გადაიხადა საბა კვირკველიას ტრანსფერში მოსკოვის "ლოკომოტივმა"

ქართველი ფეხბურთელები ხმაურიანი ტრანსფერებით იშვიათად გვანებივრებენ. მილიონ ევროზე მეტი გადახდილი ქართველ ფეხბურთელში დიდი იშვიათობაა. ვნახოთ, რომელ ადგილზეა საბას ტრანსფერი ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებულ ქართულ ტრანსფერებში.

მაგალითისთვის, 1995 წელს "მანჩესტერ სიტიმ" გიორგი ქინქლაძის ტრანსფერში 3,2 მილიონი დოლარი გადაიხადა.

კვირკველიას ტრანსფერი კი ქართველ ფეხბურთელებში მეექვსეა სიძვირით. გთავაზობთ ტოპ-5-ს:

ფეხბურთელი საიდან სად თანხა
1. კახა კალაძე დინამო კ. მილანი 19,2 მლნ
დოლარი
2. გიორგი ქინქლაძე სიტი აიაქსი 8
3. გიორგი დემეტრაძე დინამო კ. რეალ სოსიედადი 6,48
4. შოთა არველაძე აიაქსი რეინჯერსი 4,5
5. საბა კვირკველია რუბინი ლოკომოტივი მ. 4
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარადონაში ბარსელონამ 1982 წელს გადიხად 8 მილიონი, ხოლო ნაპოლიმ 13 მილიონი - 1984 წელს. ეს ძალიან დიდი ფული იყო მაშინ.
ჯოჯო-ს
10:50 29-06-2017
0
მართალია ხონელი..ადრე სხვა ფასები იყო...იყო დრო მარადონა ყველაზე ძვირი ფეხბურთელი იყო და მასში ნაპოლიმ 200 ათასი დოლარი გადაიხადა..:))
ჯოჯო
02:30 29-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული