ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

sport.ua-მ დავით ხოჭოლავა სეზონის აღმოჩენებში შეიყვანა

AutoSharing Option
sport.ua-მ უკრაინის პრემიერლიგის 2016/17 წლების სეზონის 10 აღმოჩენა გამოავლინა და მათ შორის არის ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა, რომელიც ახლა უკვე დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელია.

"წელიწად-ნახევარში უცნობი "შუქურადან" გადმოსული ხოჭოლავა "ჩერნომორეცის" ერთ-ერთი ლიდერი გახდა, მაგრამ სამხრეთის პალმირაში ქართველი დიდხანს არ გაჩერდა.

მან აქ გამოავლინა პოზიციის შერჩევის უნარი, თავით კარგი თამაში, დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრებში. შედეგად, დავითმა 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა "შახტართან".

დონეცკელები მასში ხედავენ ალექსანდრ კუჩერის სრულფასოვან შემცვლელს. ყოველ შემთხვევაში, მისი მისვლით "შახტარის" დაცვის ცენტრში კონკურენცია გაიზრდება", - წერს საიტი.
ასევე დაგაინტერესებთ