sport.ua-მ დავით ხოჭოლავა სეზონის აღმოჩენებში შეიყვანა

AutoSharing Option
sport.ua-მ უკრაინის პრემიერლიგის 2016/17 წლების სეზონის 10 აღმოჩენა გამოავლინა და მათ შორის არის ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა, რომელიც ახლა უკვე დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელია.

"წელიწად-ნახევარში უცნობი "შუქურადან" გადმოსული ხოჭოლავა "ჩერნომორეცის" ერთ-ერთი ლიდერი გახდა, მაგრამ სამხრეთის პალმირაში ქართველი დიდხანს არ გაჩერდა.

მან აქ გამოავლინა პოზიციის შერჩევის უნარი, თავით კარგი თამაში, დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრებში. შედეგად, დავითმა 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა "შახტართან".

დონეცკელები მასში ხედავენ ალექსანდრ კუჩერის სრულფასოვან შემცვლელს. ყოველ შემთხვევაში, მისი მისვლით "შახტარის" დაცვის ცენტრში კონკურენცია გაიზრდება", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არამგონია კალაძის დონეზე ვინმემ ითამაშოს აწი ეგ ლობანოვსკის ყიფიანის და ძოძუაშვილის დამსახურება იყო შახტარი კიდე არანაირად არარის მაშინდელი კიევის დინამოს დონის და არც მწვრთნელი ყავს ლობანოვსკისნაირი.კახის მაგრად გაუმართლა და რათქმაუნდა არც მისი შრომა უნდა დავივიწყოთ.
quTaiseli
10:47 24-06-2017
0
ამ კაცმა არაა გამორიცხული რომ კალაძის მსაგავსი საფეხბურთო კარიერა გაიკეთოს. წამატებები დავით!
kika
10:12 24-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული