ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯაბა ლიპარტია ლუგანსკის "ზორიას" დაემშვიდობა

AutoSharing Option
ჯაბა ლიპარტიამ ლუგანსკის "ზორია" დატოვა. ამის შესახებ უკრაინული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

29 წლის ქართველ ფეხბურთელს "ზორიასთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს ამოეწურა და ის აღარ გახანგრძლივდა. სად გააგრძელებს ლიპარტია კარიერას, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს, ჯერჯერობით უცნობია.

ჯაბა ლიპარტია "ზორიაში" 2011 წლის ზაფხულში, "ვიტ ჯორჯიიდან" გადავიდა. გასულ სეზონში მან ამ გუნდის მაისურით ყველა ტურნირში 31 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

ლუგანსკის გუნდმა უკრაინის ჩემპიონატი პირველად ისტორიაში მესამე ადგილზე დაასრულა და წელს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.