Info Data: ლევან მჭედლიძე სერია A-ს ყველაზე ეფექტური ფორვარდია

AutoSharing Option
Info Data-მ იტალიის ჩემპიონატის გოლეადორები ეფექტურობის მიხედვით დაახარისხა და აღმოჩნდა, რომ ლევან მჭედლიძე ჩემპიონატის ყველაზე ეფექტური ფორვარდია.

მჭედლიძემ 15 თამაშში 6 გოლი გაიტანა გასულ სეზონში, თუმცა საქმე ისაა, რომ მას ამ 6 გოლის გასატანად 8 ზუსტი დარტყმა ეყო სეზონში. 8-დან 6 დარტყმა შედეგიანი აღმოჩნდა, ეს 0,75 მაჩვენებელია.

მეორე ადგილზე, ეფექტურობის მხრივ, მატია კალდარაა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა 11 დარტყმიდან 7 დააგვირგვინა გოლით - 0,63.

შედარებისთვის, ჩემპიონატის ბომბარდირმა ედინ ჯეკომ მხოლოდ 0,30 მაჩვენებლით დაასრულა ტურნირი.

რაც შეეხება სატრანსფერო სიახლეებს, "პიანეტა ემპოლის" მტკიცებით, "ბოლონია"
კვლავ დაინტერესებულია ქართველი ფორვარდის ტრანსფერით. 

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული