ესპანური მედია: დღეს-ხვალ გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსას" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
El Periódico de Aragón იუწყება, რომ გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერი თბილისის "დინამოდან" "სარაგოსაში" უკვე გადაწყვეტილია და ის ოფიციალურად უახლოეს საათებში ან ხვალ გამოცხადდება.

ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის არაგონულმა კლუბმა უკვე მიმართა წინადადებით "დინამოს" და ესპანეთში იმედი აქვთ, რომ "დინამო" დათანხმდება. შეთანხმებაში არის მცირე ოდენობის ბონუსები განსაზღვრული სხვადასხვა შემთხვევისთვის (მაგალითად, ელიტაში გადასვლის შემთხვევაში).

იმავე წყაროს ცნობით, პაპუნაშვილის დამატება "ვიტესსა" და "კრილია სოვეტოვსაც" სურთ, თუმცა "სარაგოსას" გადამწყვეტი უპირატესობა აქვს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიო, თუ ამ კომენტარს კითხულობ, მეგობრულად გირჩევ, წონა დააგდე და უფრო მსუბუქად და სწრაფად იმოძრავებ. დანარჩენი კარგი თვისებებით გამოირჩევი და დიდ წარმატებას გისურვებ!!!
Qartveli888
23:26 15-06-2017
0
რანგით მეორე დივიზიონის კლუბში თამაშს, სხვა ქვეყნის რანგით პირველ დივიზიონში მაგარი თამაში და შემდეგ ევროტურნირებზე თავის გამოჩენა არ ჯობდა???
0

სიახლეები პოპულარული