[ლეგიონი] ცხადაძის ბრწყინვალე მოგება და არაბიძის საგოლე პასი [VIDEO]

AutoSharing Option
31 მაისს ქართველმა ლეგიონერებმა ითამაშეს.

ყაზახეთის ჩემპიონატში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა", რომელმაც უშუალო კონკურენტი, მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ლიდერი "ასტანა" 3:0 გაანადგურა. "ქაირათი" მეორე ადგილზე აღზევდა.

ყაზახეთშივე, "ორდაბასი" შინ 0:1 დამარცხდა "ირტიშთან". მასპინძელთა რიგებში სულ რაღაც 2 წუთი ითამაშა გოგიტა გოგუამ, "ირტიშში" კი შეუცვლელად გაისარჯა ლაშა დვალი.

* * *
უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში "შახტარი" გასვლაზე ვახტანგ ჭანტურიშვილის გარეშე მოთამაშე "ოლეკსანდრიას" დაუზავდა - 1:1. შეხვედრის მე-19 წუთზე სტუმართა შორის გიორგი არაბიძემ საგოლე პასი მიითვალა. ის შესვენებისას შეცვალეს.
იხილეთ
ვიდეო
Sportall.Ge

"ზორიამ" 2:0 მოუგო "ოლიმპიკს". გამარჯვებულთაგან 61 წუთი ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.

ოდესის "ჩერნომორეცმა" გასვლაზე 1:2 წააგო კიევის "დინამოსთან". საინტერესოა, რომ წაგებულთაგან 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო დავით ხოჭოლავამ. მოგეხსენებათ, მას ხელის ტრავმა ჰქონდა და ამის გამო არ არის სანაკრებო სიაში. ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, ასეთია. როგორც ჩანს, ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ნაკრები? მოკლედ, ამ ამბავს, წესით, დღეისთვის უნდა მოეფინოს ნათელი.

* * *
ლიტვაში "შტუმბრასმა" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "იონავა". მოგებულთა შორის 45-ე წუთზე თავი ლევან მაჭარაშვილმა გამოიჩინა. მან ყვითელი ბარათიც მიიღო. ის 84-ე წუთზე შეცვალეს. "იონავას" შემადგენლობაში დავით მაკარაძე სათადარიგო იყო.

* * *
მაკედონიაში "ვარდარი" ჩემპიონის რანგში ჯაბა ჯიღაურის გარეშე დაუზავდა "სილექსს" - 0:0.

* * *
დანიის სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი პლეი ოფის პირველ, საგარეო მატჩში მათე ვაწაძის "ვიბორგი" "ჰელსინგორს" დაუზავდა - 1:1. ჩვენებურმა ფორვარდმა 65 წუთი ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული