ლაშა შერგელაშვილი: ლატვიაში მაგარი დაძაბულობაა!

AutoSharing Option
მალე საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. ვლადიმირ ვაისმა ამ მატჩებისთვის ლატვიური "რიგასის" მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილიც გამოიძახა.

- ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

მისი გუნდი იქაურ 8-გუნდიან ვირშლიგაში (უმაღლესი) 10 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზეა. 25 წლის ქართველმა 9 მატჩი ჩაატარა. ის რიგელთა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.

გეხსომებათ, ვაისმა შერგელაშვილი ნაკრებში პირველად იანვარში გამოიძახა და უზბეკეთ-იორდანიასთან ათამაშა კიდეც. როგორც ჩანს, მას სლოვაკ სპეციალისტზე ურიგო შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

"ნაკრებში გამოძახებით ძალიან ბედნიერი ვარ. რა თქმა უნ
და, როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ეროვნულ გუნდში გამოსვლა და ქვეყნის ღირსების დაცვა ჩემთვისაც ყველაზე დიდი ოცნებაა. თუ შანსი მომეცა, აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ, ღირსეულად რომ ვითამაშო და გულშემატკივრის წინაშე თავი არ შევირცხვინო", - ამბობს შერგელაშვილი.

მას საკლუბო ამბებზეც ვკითხეთ:

"ჩემპიონატი არცთუ ისე წარმატებით დავიწყეთ. "რიგასის" ამჟამინდელი შემადგენლობა ახალი შეკრებილია და შეთამაშება ჯერ კიდევ გვჭირდება, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა ლაგდება და იმედი მაქვს, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და სეზონს კარგად დავასრულებთ. მე კი გუნდს კარგად შევეწყვე და სათამაშო პრაქტიკაც არ მაკლია".

სხვათა შორის, ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატის ამ ნაბიჯს, კარიერა ლატვიის ჩემპიონატში გაეგრძელებინა, გულშემატკივრების ნაწილი არ იწონებდა. საინტერესოა მისი აზრი სწორედ ჩემპიონატის დონეზე:

"რა თქმა უნდა, ტოპ-ლიგაში არ წავსულვარ, მაგრამ აქ კარგი სავარჯიშო პირობებია და ფიზიკურად კარგად გვამზადებენ. ამას გარდა, თავად ჩემპიონატი ძალიან საინტერესო და დაძაბულია.

ყველა ამბობს, რომ წლევანდელის მსგავსი ინტრიგა ლატვიის ჩემპიონატში არასოდეს ყოფილა - წარმოიდგინეთ, ლიგაში 8 გუნდია და ამათგან 6 - პირველობისთვის იბრძვის.

მესმის, რომ ეს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ასეა - მართალია, მე-6 ადგილზე ვართ, მაგრამ მესამეადგილოსან "იელგავას" მხოლოდ 5 ქულით ჩამოვრჩებით და ვიმედოვნებთ, მეტოქისთვის კონკურენციის გაწევას ჩვენი გუნდიც შეძლებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სირცხვილია ლაშა სირცხვილი მანდ როგორ წახვედი როცა ჩემპიონატის დონე იწევს ჩვენთან მითუმეტეს ჩემპიონი გუნდიდან არ გეკადრებოდა მანდ გადასვლა უკანგადადგმული ნაბიჯი იყო
avto
09:09 01-06-2017
0
კარგი რაა კარგიი დაძაბულებაა არა იხვი კიდეე....
vai tqvens patrons
17:57 31-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული