ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დიდი შანსია, ლუკას ჰუფნაგელი "ნიურნბერგში" დარჩეს

AutoSharing Option
გერმანული მედიის ინფორმაციით, დიდია იმის შანსი, რომ 23 წლის ლუკას ჰუფნაგელმა მომავალი სეზონიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "ნიურნბერგში" გაატაროს. ამ გუნდში ის ბუნდესლიგური "ფრაიბურგიდანაა" განათხოვრებული.

კლუბი და ფეხბურთელი ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ. ჰუფნაგელს გაცილებით მეტი სათამაშო დრო აქვს მეორე ბუნდესლიგაში, ვიდრე პირველში. თავის მხრივ, არც "ფრაიბურგია" წინააღმდეგი, რომ საიჯარო ხელშეკრულება ერთი სეზონით გაგრძელდეს.

ჰუფნაგელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა. კახა ცხადაძემ იგი ესტონეთთან საგარეო ამხანაგურ შეხვედრაში (0:3) გამოსცადა. მას შემდეგ ის საქართველოს ნაკრებში აღარ მიუწვევიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

ასევე დაგაინტერესებთ