საბა კვირკველია: თასი რომ არ მოგვეგო, სეზონი წარუმატებლად ჩაგვეთვლებოდა

AutoSharing Option
საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივის" ფანებს შეხვდა და ავტოგრაფები დაარიგა. ქართველმა მცველმა ყველა მსურველთან ერთად გადაიღო სამახსოვრო ფოტო.

კვირკველიამ რუსული მედიის კითხვებსაც უპასუხა.

- ბოლო ტურში "ზენიტს" ხვდებით, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. რას იტყვით ამ მატჩზე?
- "ზენიტს" ბევრი ფეხბურთელი ჰყავს ტოპ-კლასის. მეტოქეს ძალიან სჭირდება გამარჯვება, მაგრამ ჩვენ გვსურს, საჩუქარი გავუკეთოთ ჩვენს გულშემატკივრებს. ჩემპიონატი კარგი განწყობით უნდა დავასრულოთ.

- გაიხსენეთ ამ სეზონის ყველაზე საინტერესო მომენტები...
- გამოვყოფ რუსეთის თასის მოგებას. ეს ჩვენთვის ერთადერთი
შანსი იყო ევროპალიგაზე მოსახვედრად და ჩვენ ეს შანსი გამოვიყენეთ. ამ ტროფეის შემდეგ ჩვენ სამი მატჩიდან ორი მოვიგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ ჩემპიონატში. თასი რომ არ მოგვეგო, სეზონი წარუმატებლად ჩაგვეთვლებოდა. მინდა გულშემატკივარს ვთხოვო, მოვიდნენ სტადიონზე, ფეხბურთელებისთვის სავსე სტადიონი დამატებითი მოტივაციაა.

- სავსე სტადიონი იყო "სპარტაკისა" და "ტერეკის" მატჩში, როცა გახარებულმა ფანებმა მოედანი შეავსეს...
- "სპარტაკი" დიდი ხანია, არ ყოფილა ჩემპიონი და მესმის ამ ემოციების. თამაში არ მინახავს, მაგრამ ვნახე ჩანაწერი ჩემპიონობის ზეიმის. "სპარტაკში" ორი მეგობარი მყავს - ჯანო ანანიძე და გიორგი ჯიქია. იმავე დღეს მივულოცე მათ ჩემპიონობა.

- მათ ადგილზე ხომ არ შეგეშინდებოდათ, ამდენი ფანი რომ შემოიჭრა მოედანზე?
- არა, რატომ, ხალხს უხაროდა. მოედანზე ყველანი ერთად იყვნენ, ფეხბურთელები და ფანები, ისინი ერთად ხარობდნენ. მე კარგი დამოკიდებულება მაქვს ასეთი რამეების მიმართ.
კვირკველ მხეცი ხარ! ქართველი ფ.იერო..
jiji
18:19 19-05-2017
0
sircxvilia bicho
ვერა ხვდები სირცხვილი შენი კომენტარი რომ არის? თანაც აბსურდი
პუტინი
17:34 19-05-2017
0
საქართველოს დროშა დაგეკავა ხელში თასის მოგების დროს
sircxvilia bicho
17:18 19-05-2017
0
სიახლეები პოპულარული