ჯანო ანანიძე ჩემპიონთა ლიგაზე - "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგის გამარჯვებულია

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკი", რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე თამაშობს, რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებულია.

7 მაისს, 27-ე ტურის მატჩები გაიმართა. "სპარტაკის" კონკურენტი "ზენიტი" საკუთარ მოედანზე გროზნის "ტერეკთან" 0:1 დამარცხდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. "სპარტაკი" ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ცსკა-ს 10 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვურმა კლუბმა ოფიციალურად გაინაღდა ჩემპიონობა.

სასიხარულო ამბავია ისიც, რომ შემდეგ სეზონში ჯანო ანანიძეს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ. რუსეთის ჩემპიონატის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იღებს მონაწილეობას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული