Nordbayern.de: შესაძლოა, "ფრაიბურგმა" ჰუფნაგელი კიდევ ერთი სეზონით დატოვოს "ნიურნბერგში"

AutoSharing Option
Nordbayern.de-ს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ბუნდესლიგის "ფრაიბურგმა" კიდევ ერთი სეზონით გაანათხოვროს II ბუნდესლიგის "ნიურნბერგში" ქართველი ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი.

"ვფიქრობ, ჩემთვის უკეთესი იქნება, თუკი ჯერ მეორე ბუნდესლიგას გავუშინაურდები და მხოლოდ შემდეგ მოვსინჯავ ძალებს პირველში", - აცხადებს ჰუფნაგელი.

საიტის აზრით, კიდევ ერთი იჯარა შესაძლებელია, რადგან "ნიურნბერგს" ფინანსურად უჭირს და ფეხბურთელების ყიდვას მათი იჯარით აყვანა ურჩევნია, მაგრამ ბოლო ტურები გადამწყვეტია ჰუფნაგელისთვის. მან უნდა დაამტკიცოს, რომ მომავალ სეზონში გამოადგება "ნიურნბერგს".

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში 23 წლის ლუკასი მხოლოდ ერთხელ მოხვდა ბუნდესლიგის მატჩის განაცხადში. იანვრიდან კი ის იჯარით "ნიურნბერგში" თამაშობს (8 მატჩი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული