გიორგი ლორიამ "კრილია სოვეტოვის" სასტარტოში ადგილი დაიბრუნა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ "კრილია სოვეტოვში" ძირითადში ადგილი დაიბრუნა, ხოლო მისი გუნდი 1-ელ მაისს გამართულ 26-ე ტურის შეხვედრაში "ორენბურგს" დაუზავდა და გავარდნის ზონიდან ამოვიდა - 1:1.

ლორია სამი ტურის განმავლობაში სათადარიგო იყო, თუმცა ბოლო მატჩში კვლავ სასტარტოში მოხვდა.

"ორენბურგში" ითამაშა ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელიც 71-ე წუთზე ანზორ სანაიამ შეცვალა. აღსანიშნავია, რომ 24 წლის ლობჯანიძე პირველად მოხვდა რუსული კლუბის ძირითად შემადგენლობაში.

ქართველმა გოლკიპერმა გოლი საჯარიმო დარტყმით გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ra gaucheda bulgarelma)))
saba
12:32 02-05-2017
0

სიახლეები პოპულარული