ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავით ხოჭოლავამ "ჩერნომორეცში" კარიერა ტრავმით დაასრულა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის 27-ე ტურში კიევის "დინამოს" წინააღმდეგ ოდესის "ჩერნომორეცის" მცველ დავით ხოჭოლავას არ უთამაშია.

როგორც გაირკვა, ქართველმა მცველმა ვარჯიშზე ხელი მოიტეხა, რის გამოც საკმაო ხანი გაუცდება. უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი 31 მაისს სრულდება და თუ უკრაინულ მედიას დავუჯერებთ, ხოჭოლავას კარიერა "ჩერნომორეცში" ამ ტრავმით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონს საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი უკვე დონეცკის "შახტარში" დაიწყებს, რომელთანაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ასევე დაგაინტერესებთ