[ლეგიონი] ჯაბა კანკავასა და "რეიმსის" კოშმარული მატჩი აუტსაიდერთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აპრილს საფრანგეთის ლიგა 2-ში მორიგი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ. მისი გუნდი "რეიმსი" 33-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად აუტსაიდერ "ლავალს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

ჯაბა კანკავას გუნდისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო, მაგრამ კოშმარულად დასრულდა. რეიმსელები თავიდან ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. უკვე მე-2 წუთზე ანგარიში პაბლო ჩავარიამ გახსნა, 26-ე წუთზე კი გრეჟონ კოემ გაიტანა. შესვენებამდე "ლავალმა" ჰასან ალას გოლით სხვაობა შეამცირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა 11-მეტრიანის შესრულების უფლება მიიღეს, მაგრამ რემი ოუდინმა მეკარეს ვერ აჯობა და "რეიმსისთვის" ნამდვილი კოშმარიც აქედან
დაიწყო: 55-ე წუთზე მათ კარში ჯერ რომენ ბაიარმა შეაგდო, 75-ზე კი ალამ დუბლი პენალტით მიითვალა. 77-ზე უკვე კანკავას თანაგუნდელმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, 90-ე წუთზე კი წერტილი იოან ვისამ დასვა - 5:2!

ჯაბა კანკავამ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. რაც შეეხება მის გუნდს, "რეიმსი" (51 ქულა) ამ მარცხის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციამდე დაქვეითდა, ლიგა 1-ში აღზევებაზე მისი ოცნება კი საკმაოდ ბუნდოვანია. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე რეიმსელები ლიდერ "ბრესტს" უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან, მეორე ადგილოსან "ლანსს" კი, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩასატარებული, 4 ქულით. ელიტის საგზურს ლიგა 2-ის ორი საუკეთესო გუნდი იღებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჯანო არის ყველაზე კლასნი ფეხბურთელი დღევანდელ ნაკრებში.
Vakhtang Lobzhanidze
23:53 16-04-2017
0
ყველაფერზე კამათი როგორ შეიძლება ხალხო ცოტაანი ვართ ქართველობა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს..
პაატა
15:34 16-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული