ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საბა კვირკველია: გმადლობ, ხავი, რომ არ მენდობოდი!

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარით მოთამაშე საბა კვირკველიამ იმედი გამოთქვა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ არ მოუწევს თავის კლუბში, ყაზანის "რუბინში" დაბრუნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველი "ლოკომოტივში" ამ ზამთარს იჯარით გადავიდა, მუდმივად თამაშობს და საკმაოდ მაღალ დონეზეც. სეზონის პირველ ნაწილში კი ის ყაზანელთა გუნდში სათამაშო პრაქტიკის გარეშე იყო, რადგან "რუბინის" თავკაცი ხავი გრასია საერთოდ არ ენდობოდა.

"გმადლობ, ხავი, რომ არ მენდობოდი! - დაწერა "ინსტრაგამში" კვირკველიამ. - მადლობა შენ იმისთვის, რომ ამჟამად "ლოკომოტივში" ვარ. იმედი მაქვს, ჩემი დახმარება არ დაგჭირდება და სეზონის დასრულების
შემდეგ ჩემი უკან დაბრუნება არ მოგინდება".
ასევე დაგაინტერესებთ