[ექსკლუზივი] "შახტართან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე 5-წლიანი სათამაშო პრაქტიკაც კარგია"

AutoSharing Option
სულ ახლახან გადაწყდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა კარიერას დონეცკის "შახტარში" გააგრძელებს. 24 წლის ქართველმა მცველმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

- ოფიციალურად: დავით ხოჭოლავა დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელია

Sportall.ge ხოჭოლავას უკრაინაში უმალ დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- პირველ რიგში, გილოცავთ ახალ კლუბს. "შახტარში" შენს შესაძლო გადასვლაზე მედიაში დიდი ხანი იწერებოდა. კონკრეტულად, როდის გადაწყდა ეს საკითხი?
- დიახ, ლაპარაკი მართლაც დიდი ხნის განმავლობაში იყო და შეთანხმებულები ვიყავით, რომ დონეცკში, "შახტართან" მატჩის შემდეგ დავრჩებოდი და კლუბის წარმომადგენლებთან
კონტრაქტის პირობებზე დავილაპარაკებდით. ასეც მოხდა, შევთანხმდით და ივნისიდან უკვე "შახტარში" ვიქნები.

- "შახტართან" სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც (ოქრიაშვილი, თარგამაძე...) გაუფორმებიათ კონტრაქტი, მაგრამ კლუბს იჯარის წესით სხვაგან გაუშვია. ხომ არ მოხდება იგივე შენს შემთხვევაშიც?
- ვესაუბრე კლუბის ხელმძღვანელობას ჩემს როლზე. დიდი ალბათობით, კლუბს მცველი ალექსანდრ კუჩერი დატოვებს და ძირითადში ადგილის დამკვიდრება მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებული. ჩემთვის მთავარია, რომ ხელმძღვანელობას ძალიან ვეიმედები.

- სეზონის ბოლომდე "ჩერნომორეცში" რჩები. რადგან კლუბს ტოვებ, ხომ არ არის საშიშროება, რომ ამ გუნდში სათამაშო პრაქტიკა მოგაკლდეს?
- ეს მწვრთნელების გადასაწყვეტი იქნება. არ მგონია, სკამზე დამსვან.

- 5-წლიანი კონტრაქტი ხანგრძლივია. ამ ხნის განმავლობაში იქნებ უკეთესი კლუბიდან გქონდეს შემოთავაზება. ასეთ შემთხვევაში, "შახტარი" გაგიშვებს?
- დიახ, ხანგრძლივია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე 5-წლიანი სათამაშო პრაქტიკაც ძალიან კარგია. მით უმეტეს, კონტრაქტში გაწერილია თანხა ჩემ სანაცვლოდ.

- ეროვნულ ნაკრებში სამჯერ ითამაშე და სამივეჯერ ამხანაგურში. როგორ ფიქრობ, იმსახურებ თუ არა მეტ ნდობას? იგულისხმება ოფიციალური მატჩი...
- მზად ვარ, ნაკრებს ოფიციალურ მატჩებშიც გამოვადგე, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ გურამ კაშიასა და საბა კვირკველიას სახით ძლიერი კონკურენტები მყავს. ამიტომ მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვინ უკეთეს ფორმაში იქნება იმ კონკრეტული მატჩისთვის.

- დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან გამეხარდა გულით ვუსურვებ წარმატებას,მაგარმ კონტრაქტის გაფორმება შახტართან ჯერ წარმატების 30 პროცენტია. მთავარი აწი იწყება თუ მიეცემა სათამაშო დრო, ესაა გადამწყვეტი ამ ტრანსფერში. შახტარში გვახსოვს ზარზეიმით გადასული ქართველები რომლებიც მთავარ გუნდს არ გააკარეს და ახლაც ელოდებიან მთავარ გუნდში თამაშს. იმედია ეს არ განმეორდება. წინააღმდეგ შემთხვევაში პირიქით უკანსვლა იქნება. ისე 5 წლიანი კონტრაქტი მაინც გაუმართლებელი მგონია. თან როცა მუქთად ჩაიგდო კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი ხელში, დიდი ჭკვიანია ახმეტოვი.
kika
10:14 12-04-2017
0
ნამდვილად კარგი ამბავია! შესანიშნავი მონაცემების ბიჭია. თუ სერიოზულად მოეკიდება საქმეს (და არა ისე, როგორც აქ გაიხსენეს "ბენტლი", აიფონი და ა.შ) მაგის სახით ნაკრებს, ძალიან მაგარი ცენტრალური მცველი ეყოლება! კაშია ვეღარაფერს მოუმატებს, კვერკველია კი, ჯერჯერობით (ცნობილ მიზეზთა გამო), ეგ არის, რაც არის. წარმატებები დავითს, გვარიც მოსდგამს საფეხბურთო..!
jiji
09:40 12-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული