ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ემპოლის" თავკაცი: მჭედლიძე? არა მგონია, სასტარტოში ითამაშოს

AutoSharing Option
8 აპრილს ლევან მჭედლიძის "ემპოლის" ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის აუტსაიდერ "პესკარასთან". ქართველის გუნდს ბოლო 9 მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული და გავარდნის კანდიდატია.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გაუცდა, მჭედლიძე 5 გოლით მაინც გუნდის ბომბარდირია. ჩვენებური "რომასთან" მატჩში დაუბრუნდა გუნდს, ოღონდ მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე იჯდა. სასტარტოში ლევანი, ალბათ, არც "პესკარასთან" იქნება.

აი, რა თქვა ჯოვანი მარტუშელომ, "ემპოლის" თავკაცმა: "მჭედლიძე? არა მგონია, რომ ის სასტარტოში იყოს. მან ცოტაოდენი ივარჯიშა გუნდთან ერთად, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ 24 საათი მაქვს.

მე ვესაუბრე
მას და კარგად ვიცი, რას განიცდის ლევანი. მას მებრძოლი ხასიათი აქვს. საბოლოოდ კი, მის თამაშს "პესკარასთან" არ გამოვრიცხავ".
ასევე დაგაინტერესებთ