გია გრიგალავას დებიუტი ტულის "არსენალში" შესაძლოა, ამ უქმეებზე შედგეს

AutoSharing Option
ტულის "არსენალის" ექიმის ცნობით, გუნდის ახალწვეულმა გია გრიგალავამ საბოლოოდ მოირჩინა ტრავმა და ის გუნდთან ერთად "ტერეკთან" მატჩისთვის ემზადება, რომელიც 8 აპრილს გროზნოში გაიმართება.

ქართველმა მცველმა უკვე მიიღო მონაწილეობა ცსკა-სთან საკონტროლო შეხვედრაში. ითამაშებს თუ არა "ტერეკთან", უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა ფეხბურთელმა კლუბი იანვარში გამოიცვალა, კვიპროსული "ახნასიდან" რუსული პრემიერლიგის "არსენალში" გადავიდა, თუმცა პირველივე საკონტროლო მატჩში მძიმე დაზიანება მიიღო და მის დებიუტს ჯერაც ველით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული